გადადი მთავარ შიგთავსზე
STORYABOUT.me
KAშესვლარეგისტრაცია

იურიდიული დოკუმენტი

წესები და პირობები

ძალაში შედის: 30 აგვისტო 2026 · ვერსია 2.0

1. ზოგადი დებულებები

ეს წესები არეგულირებს STORYABOUT.me-ს (შემდგომში — „პლატფორმა") გამოყენებას. პლატფორმის ავტორი და მფლობელია გიორგი მერებაშვილი (შემდგომში — „ჩვენ"). რეგისტრაციით შენ (შემდგომში — „მომხმარებელი") ეთანხმები წინამდებარე წესებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

2. სერვისის აღწერა

პლატფორმა არის პირადი პროფესიული პორტფოლიო არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, MEP ინჟინერიისა და კონსტრუქციის სპეციალისტებისთვის. ამ ეტაპზე მომხმარებელს შეუძლია შექმნას ანგარიში და შეავსოს პროფილის ძირითადი ინფორმაცია; საჯარო გამოქვეყნება, პროექტები და მედია ამ ეტაპზე მიუწვდომელია და ჩაირთვება მოგვიანებით, ცალკე შეტყობინებით.

3. ანგარიში

რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული. მომხმარებელი პასუხისმგებელია პაროლის უსაფრთხოებაზე და ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. ერთ პირს შეუძლია ჰქონდეს ერთი ანგარიში.

4. ფასი

სერვისი ამ ეტაპზე უფასოა. ფასიანი ფუნქციის დამატების შემთხვევაში პირობები წინასწარ გამოქვეყნდება და მოქმედ მომხმარებელს არაფერი ჩამოეჭრება მისი ცალსახა თანხმობის გარეშე.

5. მომხმარებლის შინაარსი

მომხმარებელი ინარჩუნებს მის მიერ შეყვანილი ტექსტის საავტორო უფლებებს და პასუხისმგებელია მის სიზუსტეზე. ჩვენ ვიღებთ არაექსკლუზიურ უფლებას ეს შინაარსი ვაჩვენოთ მხოლოდ თავად მომხმარებელს მისსავე პროფილში, სანამ ის თვითონ არ ჩართავს საჯარო გამოქვეყნებას.

6. აკრძალვები

აკრძალულია სხვისი ვინაობის მითვისება, სხვისი პროფესიული მისამართის ბოროტად დაკავება, უკანონო შინაარსი და პლატფორმის უსაფრთხოების დარღვევის მცდელობა.

7. ანგარიშის შეჩერება და წაშლა

წესების დარღვევისას შეგვიძლია ანგარიში შევაჩეროთ ან წავშალოთ; ყოველი ასეთი ქმედება აღირიცხება. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიშის წაშლა კონფიდენციალობის პოლიტიკაში მითითებული ელფოსტით.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

პლატფორმა წარმოდგენილია „როგორც არის" პრინციპით. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მომხმარებლის მიერ შეყვანილ პროფესიულ ინფორმაციაზე და მისგან წარმოშობილ გადაწყვეტილებებზე.

9. ცვლილებები და კონტაქტი

წესების განახლებისას შეიცვლება ვერსია და თარიღი ამ გვერდზე. კითხვებისთვის: george.merebashvili@storyabout.me.