პერსონალური მონაცემები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
ძალაში შედის: 30 აგვისტო 2026 · ვერსია 2.0
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
STORYABOUT.me-ს ავტორი და მონაცემთა დამმუშავებელია გიორგი მერებაშვილი. საკონტაქტო ელფოსტა: george.merebashvili@storyabout.me.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისას: სახელი, გვარი, ელფოსტა და პაროლი (პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით, ავტორიზაციის პროვაიდერთან). პროფილში შენ თვითონ ავსებ: პროფესიულ მისამართს, საჩვენებელ სახელს, სათაურს, ბიოს და კომპანიას. ტექნიკურად ინახება შესვლის სესია (cookie) და პროფილის ცვლილებების ჟურნალი, რომელიც აღრიცხავს მხოლოდ შეცვლილი ველების სახელებს — არა მათ შინაარსს.
3. რისთვის ვიყენებთ
ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის, შენი პირადი პორტფოლიოს შესანახად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე პროფილი პირადია: არც ერთი ველი არ ქვეყნდება საჯაროდ და არ გადაეცემა სხვა მომხმარებელს. მარკეტინგული წერილები არ იგზავნება.
4. სად ინახება
მონაცემები ინახება Supabase-ის ინფრასტრუქტურაზე (ევროკავშირის რეგიონი); საიტს ემსახურება Vercel. ორივე მოქმედებს როგორც ტექნიკური პროვაიდერი და მონაცემებს მესამე პირებს არ ვყიდით და არ ვუზიარებთ, გარდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
5. Cookies
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ cookies-ს ავტორიზაციის სესიისთვის. ანალიტიკური ან სარეკლამო tracking არ გვაქვს.
6. შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი, შესწორება ან წაშლა, ასევე გაასაჩივრო დამუშავება. მოთხოვნა გამოგზავნე ზემოთ მითითებულ ელფოსტაზე; პასუხს მიიღებ 30 დღის ვადაში. ევროკავშირის/საქართველოს მაცხოვრებლებს ასევე აქვთ უფლება მიმართონ შესაბამის საზედამხედველო ორგანოს.
7. შენახვის ვადა
მონაცემები ინახება ანგარიშის არსებობის განმავლობაში. ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას მონაცემები იშლება 30 დღეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი უფრო ხანგრძლივ შენახვას მოითხოვს.
8. ასაკი
სერვისი განკუთვნილია 18 წლის და უფროსი ასაკის პროფესიონალებისთვის; არასრულწლოვანთა მონაცემებს განზრახ არ ვაგროვებთ.
9. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე შეიცვლება ვერსია და თარიღი; არსებითი ცვლილების შესახებ რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელფოსტით ვაცნობებთ.